ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2119

ამ კვირაში ბიტკოინს კურსის გაუმჯობესების მხრივ, ბრწყინვალე შედეგები ნამდვილად არ უჩვენებია. თუმცა, იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენ კრიპტოვალუტებზეც.

ბიტკოინის ფასის დაცემა დაიწყო 7.600 დოლარიდან, ხოლო შეჩერდა დაახლოებით, 6.500 დოლარის ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დაცემა არ არის ისეთი დრამატული, როგორიც ახსოვს კრიპტოვალუტის ისტორიას, ზოგადად, კრიპტოვალუტის ბაზრის მიმართ განწყობა 2018 წლის დასაწყისიდან ნეგატიური იყო.

ამ დრომდე, ბიტიკოინი კვლავ არასტაბილურ აქტივად რჩება.

კრიპტოვალუტის უახლესი კრიზისი 10 ივნისს დაიწყო. ამასთანავე, აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას ერთერიუმის უსაფრთხოების კუთხით ეჭვები აქვს. ამის პარალელურად კი, კრიპტოვალუტის ბაზარი კვლავ დაცემას განაგრძობს.

16 ივნისს, შაბათ დღეს ბიტკოინის ფასი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით, ნახევარი პროცენტით შემცირდა. ბიტკოინის ფასი 6.530 დოლარს შეადგენდა.

ამ კვირკაში კრიპტოვალუტამ მნიშვნელოვანი რყევა განიცადა 10-13 ივნისის შუალედში, როდესაც ბიტკოინის კურსი 7.623-დან 6.267 დოლარამდე შემცირდა.

ეთერიუმი 24 საათის განმავლობაში 1%-ით შემცირდა. 16 ივნისისთვის ეთერიუმის ღირებულება დაახლოებით, 500 დოლარს შეადგენდა.

17 ივნისის დღის ბოლოს, ბიტკოინის კურსი 6.538 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს, ეთერიუმის ფასის ნიშნული 502 დოლარზე იყო. კრიპტოვალუტამ 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 0.35%-ით დაიკლო.

შეგახსენებთ, რომ კვირას, 17 ივნისს კრიპტოვალუტის ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 280 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი