აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი სტეფან ბენონი, კრიპტოვალუტის სამყაროში შესვლას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.
The New York Times-ის ინფორმაციით, ბენონმა კერძო შეხვედრები გამართა კრიპტოინვესტორებსა და ჰეჯირების ფონდის მენეჯერებთან, რათა საინვესტიციო ფირმის Bannon & Company-ის საშუალებით ICO-ს გამოშვების შესაძლებლობებზე ემსჯელათ.
თუმცა, სტეფან ბენონმა New York Times-ს განუცხადა, რომ მას კონკრეტული კრიპტოგეგმები ჯერ არ აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, სტეფან ბენონი კრიპტოვალუტის სფეროთი პირველად მაშინ დაინტერესდა, როდესაც ყოფილ მსახიობს და ახლა უკვე ტექ-ინვესტორს ბროკ პირსს შეხვდა. ბენონი ტრაპმის ადმინისტრაციაში მუშაობის პარალელურად, პირსის აზარტული თამაშების კომპანიასთანაც თანამშრომლობდა. ბენონი ამბობს, რომ 2016 წელს მაქსიმალურად ცდილობდა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ საკითხებსა და პირსის საქმიანობაში ტრამპი არ ჩარეულიყო.
Ikigai Crypto Hedge Fund-ის თანადამფუძნებელმა ტიმოთი ლუისმა New York Times-ს განუცხადა, რომ ბენონთან დაკავშირებით შთაბეჭდილების ქვეშ იყო. ბენონის ცოდნით კრიპტოვალუტის ტექნოლოგიასა და ICO-სთან დაკავშირებული მთავრობის მირ შემოღებული რეგულაციების შესახებ ლუისი გაოცებული დარჩა.