ამერიკულმა ბანკმა Wells Fargo-მ საკრედიტო ბარათით კრიპტოვალუტის შეძენა აკრძალა

0
1914

სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა ბანკმა Wells Fargo-მ განაცხადა, რომ ბანკის მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ კრიპტოვალუტის შეძენას საკრედიტო ბარათების გამოყენებით.

Wells Fargo აშშ-ში აქტივების მიხედვით მესამე უმსხვილესი ბანკია. ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ მრავალჯერადი რისკები, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტის გამოყენებასთან.

“კლიენტები ვეღარ შეძლებენ Wells Fargo-ს საკრედიტო ბარათების გამოყენებას კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს. ჩვენ ვაკეთებთ ამას, რათა ვხედავთ გარკვეულ რისკებს. ეს გადაწყვეტილება შეესაბამისობაში მოდის მთლიან ინდუსტრიასთანაც”,-აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

თუმცა, ბანკის წარმომადგენელმა იქვე დასძინა, რომ ბანკი გააგრძელებს საკითხის შეფასებას და დააკვირდება ბაზრის განვითარებას.

ამ ნაბიჯით, Wells Fargo უერთდება საფინანსო ინსტიტუტების ტალღას, რაც გულისხმობს საკრედიტო ბარათებით კრიპროვალუტის ვაჭრობის აკრძალვას.

შეგახსნებეთ, რომ თებერვალში სამმა საბანკო გიგანტმა: ამერიკის ბანკმა, J.P. Morgan Chase-მა, და Citigroup-მა ბანკის საკრედიტო ბარათებით კრიპტოვალუტის ყიდვა აკრძალა.

მოგვიანებით, J.P. Morgan Chase-მა განაცხადა, რომ ფინანსური ინსტიტუტები საკრედიტო ბარათების გამოყენებით კრიპტოვალუტის სავაჭრო ოპერაციებში საფრთხის წინაშე დგებიან, როგორც გადახდის სისტემის კუთხით ასევე, ფინანსური მომსახურების კუთხითაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი