შვეიცარიაში Blockchain-ს საარჩევნო სისტემაში გამოიყენებენ

0
2277

შვეიცარიის ქალაქ ცუგში Blockchain-ის გამოყენებით მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება.

ეს არჩევნები სავარაუდოდ, შვეიცარიის პირველი მუნიციპალური არჩევნები იქნება, სადაც Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ სისტემა საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, რომ მობილური ტელეფონით მისცენ ხმა.

ბოლო დროს, მუნიციპალიტეტის საკითხებზე კენჭისყრის გარდა, მოქალაქეებს ასევე შეეკითხნენ იყვნენ თუ არა თანახმა მომავალში რეფერენდუმისთვის Blockchain-ზე დაფუძნებული E-ID სისტემა ყოფილიყო გამოყენებული.

ცუგში კრიპტოვალუტისა და Blockchain განვითარებისათვის გლობალური ჰაბი “კრიპტო ველი” დაარსდა, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ეკოსისტემების კრიპტოვალუტის, Blockchain-ისა და დისტრიბუციული ლეჯერი ტექნოლოგიების ერთ-ერთ ცენტრად იქცა.

2016 წელს ცუგში, გადახდის სისტემაში ბიტკოინის მიღება დაიწყეს. მოქალაქეები მუნიციპალიტეტის მომსახურეობისთვის კრიპტოვალუტებით იხდიდნენ.

“კრიპტოს ველითა” და ნულოვანი გადასახადით კრიპტოვალუტაში ინვესტირებისთვის შვეიცარია, როგორც ჩანს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ქვეყანაა.

შეგახსნებებთ, რომ Lenzburg ბანკი შვეიცარიაში პირველი ბანკი გახდა, რომელმაც საბანკო ანგარიში, კრიპტოვალუტებისა და Blockchain კომპანიებისთვის გახსნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი