კანადის მთავრობამ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ახალი რეგუალციები გამოაქვეყნა.
კანონპროექტის თანახმად, ახალი რეგულაციები ითვალისწინებს 2015-16 წლებში მიღებული კანონის გამკაცრებას. კანონი მიმართულია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებებზე.
ახალი წესები კრიპტობირჟებსა და გადახდის პროცესებს განიხილავს, როგორც ფულის მომსახურეობის ბიზნესს. ასეთ დროს შემოდის ახალი რეგულაცია-მომხმარებლის შემოწმების მექანიზმი. ახალი რეგულაციის მიხედვით, კონკრეტული ოპერაციები იმ პირებმა უნდა განახორციელონ, რომელთა ტრანზაქციაც 1000 დოლარიდან იწყება.
აღნიშნულ კანონპროექტზე საკუთარი აზრი მონრეალის Blockchain-ის საკონსულტაციაო ფირმის, Catallaxy-ის თანადაფუძნებულმა ფრენსის პულიოტიმ დააფიქსირა.
“ახალი მოთხოვნა: “დიდი მოცულობის ციფრული ვალუტის ტრანზაქციის ჩანაწერი” ნიშნავს ბიზნესს, რომელიც ყოველ 10.000 დოლარიან გარიგებაში მოითხვის დეტალების ჩაწერსა და შენახვას, როგორც მოითხოვენ ტრადიციული ვალუტით ტრანზაქციების დროს. ეს იქნება ძალიან რთული განსახორციელებლად. მე ამის წინააღმდეგი ვიქნები”,- აღნიშნვას ფრენსის პულიოტი.
FATF არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აყალიბებს პოლიტიკას ფულის გათეთრების წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეგულაცია არ არის სავალდებულო, მაგრამ კანადა მიიჩნევს, რომ ამ რეგულაციების განხორციელება დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე.