Coin360-ის მონაცემების მიხედვით, 6 ივნისს კრიპტოვალუტის ბაზარი აშკარად გაუმჯობესდა.
ბიტკოინმა გადალახა 7.500 დოლარის ზღვარი და, ამჟამად, მისი ღირებულება 7.610 დოლარს შეადგენს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 2.84%-ით მოიმატა.
ბიტკოინის ფასის მომატება ამ კვირაში Apple-ის თანადამფუძნებლის სტივ ვოზნიაკის განცხადებას უკავშირდება, რომელიც მან ამსტერდამში გამართულ Money 20/20-ის კონფერენციაზე გააკეთა. ვოზნიაკის თქმით, ბიტკოინი ციფრული ოქრო არის.
სტივ ვოზნიაკი დადებითად გამოეხმაურა Twitter-ის დამფუძნებლის ჯეკ დორსის განწყობას, რომელიც მიიჩნევს, რომ მომავალი ათწლეულის განმავლობაში ბიტკოინი გლობალური ვალუტა გახდება.
ეთერიუმი გასული კვირის განმავლობაში 6.17%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 4.31%-ით გაუმჯობესდა. ამ ეტაპზე, ეთერიუმის ღირებულება 600 დოლარს ოდნავ აღემატება.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში EOS-ი, კარდანო და ბიტკოინ Cash-ი ყველაზე წარმატებული კრიპტოვალუტები აღმოჩნდა. EOS-ი 5.03%-ით, კარდანო 4.03%-ით და ბიტკოინ Cash-ი 4.48%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება რიპლის: კრიპტოვალუტის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3.23%-ით მოიმატა და ამ ეტაპზე რიპლის ღირებულება 0.67 დოლარს შეადგენს.
შეგახსნებეთ, რომ კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია, ამჟამად, 344 მილიარდი დოლარია.