ვენესუელაში ბიტკოინით ვაჭრობამ მოიმატა

0
1929

ვენესუელას მოქალაქეების ინტერესი ბიტკოინის ყიდვის მიმართ ბოლო სამი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამის შესახებ Criptonoticias-ის საინფორმაციო გამოშვება იუწყება.

ვენესუელამ თავისი პირველი კრიპტოვალუტის ბუმი 2017 წლის დასაწყისში განიცადა, როდესაც რეკორდული რაოდენობა, 805 ბიტკოინი ერთ კვირაში გაიყიდა.

ამის შემდეგ, ვენესუელაში კრიპტოვალუტისადმი ინტერესი შემცირდა, რასაც მოჰყვა ვაჭრობის მოცულობის შემცირებაც.

თუმცა, Criptonoticias-ის ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის დასაწყისში, ვენესუელაში ბიტკოინში განხორციელებულმა ინვესტიციების რაოდენობამ მოიმატა.

ვენესუელური ბოლივარის მოცულობამ ბიტკოინით ვაჭრობაში მარტიდან აპრილის თვეში 138% შეადგინა. აპრილიდან მაისის თვეში კი ეს მაჩვენებელი 39%-ით გაიზარდა.

როგორც მედია საშუალება აღნიშნავს, გასულ კვირას ბიტკოინის ყიდვაზე 4.9 ტრილიონი ბოლივარი დაიხარჯა.

Criptonoticias-ი ბიტკოინის მიმართ ინტერესს ქვეყანაში ტრადიციული ვალუტის მზარდ ინფლაციას უკავშირებს. როგორც Forbes-ი იტყობინება, მაისში ბოლივარის ჰიპერინფლაციამ 25.000%-ს გადააჭარბა.

შეგახსნებთ, რომ ვენესუელამ საკუთარი ეროვნული კრიპტოვალუტა პეტრო გამოუშვა, რომლის პირველადი გაყიდვიდან მოგებამ ერთი თვის განმავლობაში 5.25 მილიონი დოლარი შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი