დანია ევროკავშირის Blockchain-ის პარტნიორობას შეუერთდა

0
2316

დანიამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც შეუერთდა ევროკავშირის 24 ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს EU Blockchain სტანდარტის დამკვიდრებას.

ევროკავშირისა და Blockchain-ის პარტნიორობა 10 აპრილს გამოცხადდა. ზუსტად ამ დღეს მიმდინარეობდა ევროკომისიის “ციფრული დღის” ღონისძიება, რომლის მიზანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის Blockchain ტექნილოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრაიან მიკელსენმა განაცხადა, რომ დანია იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც გამოიყენებს Blockchain ტექნოლოგიას საპორტო საკითხებში, ისეთში როგორიცაა მაგალითად, გემების რეგისტრაცია.

“Blockchain-ის საზღვრების გადალახვა და ერთობლივი ევროპული თანამშრომლობა გადამწყვეტია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამომავლო სტანდარტები და გადაწყვეტილებები, ამიტომ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ახლა ამ დეკლარაციას მოვაწერეთ ხელი”,- განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა Blockchain-ის ბიზნეს სექტორში გამოყენებასაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბის პორტების შვილობილმა კომპანიამ ასევე განაცხადა Blockchain-ის გამოყენების შესახებ გადაზიდვისა და ლოჯისტიკის ინდუსტრიაში ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი