ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მარიო დრაგიმ და ადგილობრივი საბანკო სექტორის პრეზიდენტმა ესტონეთის ეროვნული კრიპტოვალუტის Estcoin-ის შექმნის გეგმა შეაფასეს.
პროგრამის მენეჯერმა კასპარ კორჯასმა გასული წლის აგვისტოში Estcoin- ის გამოშვებისა და განვითარების პროექტი წარმოადგინა.
ესტონეთის ნაციონალური ციფრული ვალუტა იგეგმება, რომ იყოს სახელმწიფო ვალუტის ელექტრონული ვერსიაც. ამასთანავე, Estcoin-ი უცხოელებისთვის სტიმული გახდებოდა, რომლებიც შეძლებდნენ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას ესტონეთის ელექტრონული ვალუტის გამოყენებით.
თუმცა, გასული წლის სექტემბერში მარიო დრაგიმ განაცხადა: “ევროკავშირის არცერთ წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია საკუთარი ვალუტის გამოშვება; ევროზონას აქვს თავისი ვალუტა და ეს არის ევრო”.
“ჩვენ შევთანხმდით პოლიტიკოსებთან ერთად, რომ Estcoin-ი იმუშავებს, როგორც ელექტრონული ვალუტა მხოლოდ ქვეყნაში განსახორციელებელ ტრანზაქციებზე”,-აღნიშნა პროგრამული სტრატეგიის სპეციალისტმა სიმ სიკატმა.
Estcoin-ის პროგრამის მენეჯერმა სიმ სიკატის სიტყვები დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ Estcoin-ი კვლავ დამუშავების პროცესშია. კასპარ კორჯასმა ასევე დასძინა, რომ Estcoin-ს არ იქნება ეროვნული კრიპტოვალუტის სტატუსი.