ნიუ-იორკის შტატში კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის შესახებ სამუშაო ჯგუფი იქმნება

0
2166

ნიუ-იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანოს ბანკების კომიტეტმა მხარი დაუჭირა იდეას, რომელიც უკავშირდება ციფრულ ვალუტისთვის სპეციალურ ჯგუფის შექმნას. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის ნიუ-იორკის შტატში ფინანსური ბაზრებზე კრიპტოვალუტის გავლენის საკითხებს.

პირველ რიგში, უნდა დამტკიცდეს ცხრა წევრისგან შემდგარ ჯგუფი, რომელმაც მოხსენება უნდა წარუდგინოს შტატის გუბერნატორს.

როგორც ცნობილია, სამუშაო ჯგუფმა უნდა შეისწავლოს ციფრული ვალუტებისა და Blockchain-ის განვითარება. ჯგუფმა ასევე უნდა შეისწავლოს რეგულაციების საკითხი, რომელიც თავის მხრივ, დაკავშირებულია ადგილობრივ საგადასახადო შემოსავლებზე. სამუშაო ჯგუფის შესწავლის მნიშვნელოვან საკითხს ასევე წარმოადგენს ციფრული სავალუტო ბაზრის გამჭვირვალობა.

გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფმა ასევე უნდა შეისწავლოს ნიუ-იორკის შტატის მოქმედი ციფრული ვალუტებისა და ბირჟების რაოდენობა, ასევე ინფორმაცია მსხვილი ინვესტორების შესახებ და მაინინგთან დაკავირებულ ენერგომოხმარების საკითხები.

სამუშაო ჯგუფი ბაზრის რეგულირების მიზნით, ასევე უზრუნველყოფს სხვა შტატების, უცხო ქვეყნების მიერ გამოყენებული ციფრული ვალუტის შესახებ კანონებისა და რეგულაციების გაცნობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი