23 მაისს კრიპტოვალუტების კურსმა დაიწია.
ამ ეტაპზე ბიტკოინის ღირებულება 7.846 დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტამ 4%-ზე მეტი დაკარგა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში.
ამასთანავე, ბიტკოინის სავაჭრო მოცულობა გასული კვირის მანძილზე 5-დან 6 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ამ თვის დასაწყისში კი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო.
ეთერიუმმა ბოლო 24 საათის განმვალობაში, თითქმის, 10% დაკარგა. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი 618 დოლარზეა.
რაც შეეხება ბიტკოინ Cash-ს: კრიპტოვალუტა ეთერიუმისა და ბიტკოინის მსგავად ვერ ახერხებს მაღალი ფასის შენარჩუნებას. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა, თითქმის, 9%-ით შემცირდა. ამ ეტაპზე ბიტკოინ Cash-ი 1.039 დოლარი ღირს.
კრიპტოვალუტის ბაზრის კლების მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ კრიპტოვალუტის სივრცეში ინვესტიციებისა და დადებითი პროგნოზების მიუხედავად, სხვა ფაქტორებთან ერთად ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციები კრიპტოვალუტის ფასებზე არცთუ დადებითად მოქმედებს.