აქციებისა და ფასიანი ქაღალდების გერმანული სავაჭრო კომპანია კრიპტოვალუტის საკითხს განიხილავს

0
2008

აქციებისა და ფასიანი ქაღალდების გერმანული სავაჭრო კომპანია Deutsche Börse აცხადებს, რომ ორგანიზაცია კრიპტოვალუტის ინტეგრაციის საკითხს სწავლობს.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ერთ-ერთ ბიზნეს ღონისძიებაზე კომპანიის კლინტთა მომსახურეობისა და პროდუქციის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯეფრი ტესლერმა აუდიტორიის წევრებს განუცხადა, რომ კომპანია ბიტკოინთან დაკავშირებით წინ მიიწევს.

“სანამდე ჩვენ რამე ნაბიჯს გადავდგამთ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბიტკოინით განხორციელებული ტრანზაქცია ჩვენთვის გასაგები და მისაღებია. თუმცა, ეს არ არის მარტივი საქმე. ჩვენ ამაზე ბევრს ვმუშაობთ”,- აღნიშნა ჯეფრი ტესლერმა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის გეგმებში არ შედიოდა ბიტკოინი, ტესლერმა აღნიშნა, რომ წინსვლა არის, თუმცა დიდი ნაბიჯები ჯერ არ არის გადადგმული.

“… ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კრიპტოვალუტის ფასის არასტაბილურობა”,- განაცხადა ტესლერმა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მარტში Deutsche Börse მონაწილეობას იღებდა Blockchain-ზე დაფუძნებულ სხვადასხვა ტექნოლოგიურ ექსპერიმენტში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი