ინდოეთის შვიდი უმსხვილესი ბანკი Blockchain-ის სავაჭრო ფინანსურ ინიციატივას უერთდება. პროექტს ინფორმაციული ტექნოლოგიების გიგანტი InfoSys-ი ხელმძღვანელობს.
პროექტის მონაწილეები ინდოეთის სავაჭრო კავშირის წევრები არიან. სავაჭრო კავშირი მოიცავს ისეთ ორგანიზაციებს როგორიცაა: Axis Bank-ი, ICICI და სამხრეთ ინდოეთის ბანკი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ Blockchain-ის პლატფორმის დატესტვას ფინანსური სავაჭრო კავშირი ჩაატარებდა. ტესტირება მიზნად ისახავს ბანკების სავაჭრო ფინანსების მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
“ჩვენ გვჯერა, რომ ეს საშუალებას მისცემს გამჭვირვალობის გაზრდასა და ეფექტური ვაჭრობის გაძლიერებას”, – განაცხადა ICICI- ს გენერალურმა მენეჯერმა ეიჯეი გუფტამ და იქვე დასძინა:
“Blockchain ტექნოლოგიას აქვს დიდი პოტენციალი, რათა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილება ერთი პლატფორმაზე”.
პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ინდოეთის შვიდი საბანკო დაწესებულების ტესტირება უკვე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, დიდი ბრიტანეთის საბანკო გიგანტმა HSBC-მ Blockchain-ზე დაფუძნებული სავაჭრო საფინანსო სისტემა შექმნა.