სტივ ვოზნიაკი: ეთერიუმი შესაძლოა, ისეთივე მნიშვნელოვანი გახდეს, როგორიც არის Apple-ი

0
2044

ვენაში გამართულ We Are Developers-ის ტექნიკურ კონფერენციაზე სტივ ვოიზანიკმა Apple-ი ეთერიუმის პლატფორმას შეადარა.

ამის შესახებ Forbes-ი წერს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ვოზნიაკი ეთერიუმზე განსაკუთრებული ენთუზიაზმით საუბრობდა. მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეთერიუმი შესაძლოა, ისეთივე მნიშვნელოვანი და გავლენიანი გახდეს, როგორიც არის Apple-ი.

“მე ეთერიუმმა დამაინტერესა, რადგან მას შეუძლია გააკეთოს რაღაც და კიდევ იმიტომ დავინტერესდი, რომ ეს არის პლატფორმა.”, -აღნიშნა სტივ ვოზნიაკმა.

სტივ ვოზნიაკი კრიპტო სფეროს 2018 წლის დასაწყისში გამოეთიშა. თუმცა, განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ფლობს ერთი ბიტკოინსა და ორ ეთერიუმს.

შეგახსნებთ, რომ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ვოზნიაკმა Blockchain-ს IT რევოლუცია უწოდა. მისი თქმით, Blockchain-ი და კრიპტოვალუტები მომდევნო ათწლეულში სრულ პოტენციალს გამოამჟღავნებენ.

გასული წლის ოქტომბერში კი, სტივ ვოზნიაკმა ლას-ვეგასში გამართულ Money 20/20-ის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბიტკოინი უკეთესი იყო, ვიდრე აშშ დოლარი და ოქრო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი