მსოფლიოში მეხუთე უმსხვილესი ბანკი საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირების პროცესშია

0
2863

იაპონიის Mitsubishi UFJ Financial Group-მა 2019 წლის დასაწყისში საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვება ჯერ კიდევ იანვარში დაანონსა.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების NHK-ის ინფორმციით, კრიპტოვალუტა, რომელიც MUFG Coin-ის სახელით იქნება ცნობილი ტესტირების პროცესშია და პირველ ეტაპზე მოსალოდნელი მომხმარებლების რაოდენობა 100.000-ს შეადგენს.

ამჟამად, მსოფლიოში მეხუთე უმსხვილესი ბანკი იაპონიაში პირველი ბანკი გახდა, რომელმაც ინავრიდან საკუთარი ტოკენების გამოშვება დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გეგმების შემუშავება ბანკმა 2016 წლიდან დაიწყო.

MUFG Coin-ის ტესტირების პროცესში მომხმარებლებს აპლიკაციის ჩამოტვირთვას შესაძლებლობა ექნებათ, რომელიც ავტომატურად დააკონვერტირებს მომხმარებლის დეპოზიტებს.

NHK-ის ინფორმაციის თანახმად, ერთი MUFG ერთზე იენის ექუივალენტი იქნება.

NHK-ის ინფორმაციით, მომხმარებელი მომსახურების მისაღებად MUFG Coin-ით შეძლებს გადაიხადოს რესტორნებსა და მაღაზიებში.

შეგახსენებთ, რომ ბანკი უერთდება იმ იაპონურ ორგანიზაციებს, რომლებიც კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში სტაბილურად და აქტიურად ოპერირებენ.

შეგახსენებთ, რომ მარტში Yahoo! კრიპტოვალუტის ბირჟის გახსნა დაანონსა. ბირჟის გახსნის სავარაუდო თარიღი 2019 წლის აპრილია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი