ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ კრიპტოვალუტის აკრძალვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

0
1977

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ინდოეთის სარეზერვო ბანკის მოთხოვნა, რომელიც კრიპტოვალუტის კომპანიებთან დაკავშირებული საბანკო მომსახურებების აკრძალვას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Crypto Kanoon- ი ავრცელებს.

რაც შეეხება დროებით აკრძალვას, ეს იყო დროებითი ღონისძიება, რომელიც საჭირო გახდა სამართალწარმოების პროცესის დროს.

გასულ თვეში, ინდოეთის სარეზერვო ბანკმა ბანკებსა და გადახდის პლატფორმებს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეაჩერონ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მომსახურება.

ინდოეთის სარეზერვო ბანკის გადაწყვეტილებას კრიპტოსაზოგადოება არცთუ კეთილგანწყობით შეხვდა.

ტექ-ინვესტორმა ტიმ დრაიპერმა განაცხადა, რომ აკრძალვა გამოიწვევს მხოლოდ იმისა, რომ შეზღუდული საშუალებებით ინდოეთის მაცხოვრებლები შეეცდებიან საზღვარგარეთ საკუთარი სახლებიდან ოპერაციების განახორციელებას.

როგორც ტიმ დრაიპერი ამბობს, პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის მთავრობას განუცხადა, რომ კრიპტოვალუტის აკრძალვა უზარმაზარი შეცდომა იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში, ჩილეში კრიპტოვალუტის ბირჟებმა სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომელიც ბანკების მიერ კრიპტოვალუტის ბირჟების ანგარიშების დახურვას ეხებოდა.

Buda-მ, Orionx-მა, და CryptoMarket-მა განაცხადეს, რომ ჩილეს საბანკო სისტემა აკრძალვით კრიპტოვალუტის მთელ ინდუსტრიას მოკლავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი