ხელოვნების ნამუშევრების ონლაინ აუქციონი კლიენტებს Blockchain-ზე დაფუძნებულ მომსახურეობას სთავაზობს

    ამერიკული ონლაინ აუქციონი Paddle 8 და შვეიცარიის ტექნიკური კომპანია კლიენტებისთვის Blockchain-ზე დაფუძნებულ ხელოვნების ნიმუშების ავთენტურობის მომსახურების შეთავაზებას იწყებენ. Paddle8 მომხმარებელს შესთავაზებს ციფრულ სერტიფიკატს, P8Pass-ს.

    ათასობით ნამუშევრები გაიყიდა ონლაინ და ბიტკოინის Blockchain-ზე თითოეულეს თან ერთვოდა ავთენტურობის შესახებ ინფორმაცია.

    P8Pass-ი არის ციფრული სერტიფიკატი, რომლის მონაცემებიც Blockchain-ზე არის განთავსებული, რომელიც მიბმულია გარკვეულ ციფრულ სახელმძღვანელოებზე, როგორიც არის ინფორმაცია მუზეუმის კატალოგებისა და სპეციალური სახელოვნებათმცოდნეო ლიტერატურის შესახებ.

    Paddle8-ზე შეძენილ ყველა ნამუშევარს აქვს ცნობა საკუთრების ისტორიის შესახებ.

    მნიშვნელოვანია, რომ სერვისის საშუალებით მყიდველებს რეალურ დროში ციფრული სერთიფიკატების შემოწმება შეუძლიათ.

    რა თქმა უნდა, თუ მონაცემები ერთხელ დაფიქსირდა ბიტკოინის Blockchain-ზე ვერანაირად ვერ შეიცვლება.

    ტეილორ უინკლევოსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში Paddle8-ის სტრატეგიული მრჩეველი იყო განაცხადა:

    “ჩვენ ვხედავთ Blockchain-ის გამოყენებას ხელოვნების ბაზარზე, რომელიც აშკარად არ არის გამჭვირვალე”.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *