1 მაისს კრიპტოვალუტის ბაზარმა მცირედით კლება განიცადა. ბიტკოინის კურსი 9.000 დოლარის ქვემოთ ჩამოვიდა.
ამჟამად, ბიტკონის ფასის მაჩვენებელი დაახლოებით, 8.995 დოლარზე არის. 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტამ მხოლოდ 2%-ით დაიკლო.
ეთერიუმის ამჟამინდელი ღირებულება 664 დოლარს შეადგენს. კრიპტოვალუტის კურმა 24 საათის განმავლობაში 3%-ით დაიკლო.
რაც შეეხება სხვა კიპტოვალუტებს: ბიტკოინ Cash, რა თქმა უნდა, ისევ შედის CoinMarketCap-ის 10 ძირითადი კრიპტოვალუტის ჩამონათვალში.
ბიტკოინ Cash-ის კურსი 24 საათის განმავლობაში 6%-ით შემცირდა. ამჟამად, მისი ღირებულება 1.305 დოლარია.
CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, IOTA მე-10 ადგილზეა.
მას შემდეგ, რაც Financial Times-მა დაწერა, რომ IOTA Foundation-ის წინააღმდეგ მრავალ ბრალდება ონლაინ სივრცეში დაიწერა და ლონდონის კოლეჯის უნივერსიტეტმა IOTA Foundation-თან კავშირი გაწყვიტა როგორც ჩანს, ამან IOTA-ს ფასზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.
IOTA-ს ფასმა 25 აპრილის შემდეგ 13%-ით დაიწია. ამჟამად, IOTA 1.90 დოლარი ღირს.