საფრანგეთმა კრიპტოვალუტის მოგების დაბეგვრა 45%-დან 19%-ზე შეამცირა

0
4576

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მეღმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს რევოლუცია, რომლის წინამორბედიც ბიტკოინი იყო. ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ Blockchain-ი ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს სტარტაპებს, მომხმარებელს სანდო ქსელის შექმნას ჰპირდება შუამავლების გარეშე. ამასთანავე, ადამიანებს სთავაზობს ტრანზაქციების გაზრდის შესაძლებლობას, რაც საერთო ჯამში ეკონომიკას უფრო ეფექტურს ხდის.

თუმცა, ბოლო ოთხი წლის მანძილზე, საფრანგეთის რესპუბლიკამ ბიტკოინსა და კრიპტოვალუტის შემოსავლების, თითქმის ნახევარს ბეგრავდა.
ამჯერად, კი მარეგულირებელმა პოლიტიკა შეცვალა, რომლის თანახმად კრიპტოვალუტა 45%-ის მაგივრად 19%-ით დაიბეგრება.

ამ წლის პირველი კვარტლის განმავლობაში საფრანგეთმა კრიპტოვალუტის საკითხზე ბევრი იმსჯელა.

მარეგულირებელმა 15 არაავტორიზებულ კრიპტოვალუტის ბირჟას ოფიციალურად გაფრთხილება მისცა.

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში შეტანილი ბიტკოინის მფლობელების საქმის განხილვისას მოსამართლემ ბიტკოინი საკუთრებად აღიარა.

რაც შეეხება მაინინგს: მაინინგი მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ საქმიანობად განიხილება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი გერმანიის მსგავსად მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის დარეგულირება არაკონკრეტული ქვეყნის დონზე არამედ, გლობალურ მასშტაბით უნდა მოხდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი