24 აპრილის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2520

დღეს, ბიტკოინმა მოახერხა და 9.000 დოლარის ნიშნულს მიაღწია, რის შემდეგ კურსის შენარჩუნება და მომატებაც კი შეძლო.

Coin360- ის მონაცემების მიხედვით, ეთერიუმი შედარებით ნელა მოძრაობს 700 დოლარის მაჩვენებლისკენ.

ამჟამად, ბიტკოინის ფასი დაახლოებით, 9.312 დოლარზეა. ეს კი ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ღირებულება 24 საათის განმავლობაში, თითქმის, 4%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 8%-ით გაიზარდა. კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით, 692 დოლარია. ასეთ მაჩვენებელს ეთერიუმმა ბოლოს მარტის შუა რიცხვებში მიაღწია.

ბიტკოინ Cash-ი არის შემდეგი მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტა, რომლის ფასმაც 24 საათის განმავლობაში დაახლობით, 9%-ზე ცოტა მეტით მოიმატა. კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით, 1.522 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ BitPay-მ რამდენიმე დღის წინა განაცხადა, რომ ბიტკოინ Cash-ის მიღებას დაეთანხმება. ამ ფაქტმა შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტაზე დადებითად იმოქმედა და ბიტკოინ Cash-ის კურსის ზრდას შეუწყო ხელი.

რაც შეეხება კაპიტალიზაციას, CoinMarketCap- ის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ 423 მილიარდი დოლარი შეადგინა. კაპიტალიზაციის ასეთი მაჩვენებელი ბოლოს მარტის დასაწყისში დაფიქსირდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი