ბელგიის მთავრობა მზადაა 2 მილიარდი ევროთი დააფინანსოს “მსოფლიო საკვების პროგრამის” Blockchain ტექნოლოგიის პროექტი.
ბელგიის მიერ გაღებული თანხით გაერთიანებული ერების ორგანიზაცია Blockchain ტექნოლოგიას შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში გამოიყენებს.
პროექტის პილოტით იორდანიის ბანაკებში 100.000-ზე მეტი სირიელი ლტოლვილი სარგებლობდა დონორების მიერ გადარიცხული შემოწირულობების გამოყენებით საკვებისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების მისაღებად.
უშუალოდ, პროექტის პრეზენტაცია ნიუ-იორკში შედგა. ბელგიის მიერ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე დე კრუმ განაცხადა:
“ინოვაცია გადაარჩენს სიცოცხლეს. წელს, მსოფლიოს მასშტაბით 128 მილიონზე მეტ ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება და დაცვა სჭირდება. ეფექტური დახმარების მისაღწევად უკეთესი გზების მოძიება ხელს შეუწყობს ადგილზე არსებულ მოთხოვნებსა და დახმარების მიწოდებას. ბელგია აფასებს “მსოფლიო საკვების პროგრმის” ძალისხმევას, რომ ინოვაცია სიცოცხლეების გადარჩენაში გამოიყენოს”.
შეგახენებთ, რომ გასული წლის მაისში გაეროს მიერ დაანონსდა ეთერიუმის Blockchain-ის გამოყენება, რათა უზრუნველყოფილიყო იორდანიის ლტოლვილთათვის საკვები პროდუქტების ხელმისაწვდომობა ადგილობრივ ვალუტაში.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ტექნოლოგია უკვე გამოცდილია “მსოფლიო საკვების პროგრამის” მიერ პაკისტანში, რომლის ბენეფიციარიც 10.000-ზე მეტი ადამიანი არის.