Amazon-ის შვილობილ კომპანიას გლობალური მასშტაბით კრიპტოვალუტის მონაცემების ნახვის სისტემა ექნება

0
3508

უმსხვილესი კომპანიის Amazon-ის შვილობილმა კომპანიამ Amazon Technologies-მა კრიპტოვალუტის ბაზრის მონაცემების სისტემის ნახვის პატენტი მიიღო. პატენტი მომხმარებელს საშუალებას მისცემს რეალურ დროში კრიპტოვალუტის ტრანზაქციების მონაცემები ნახოს.

ორგანიზაციების საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, დიდი რაოდენობით მონაცემების მართვაში კომპანიამ პატენტის მიხედვით, შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოფს ფართომასშტაბიან მონაცემების ჩვენებას.

გარდა ამისა, ეს საშუალებას მისცემს დეველოპერებს რეალურ დროში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მიიღონ საჭირო გადაწყვეტილებები.

მრავალრიცხოვანი მონაცემთა სერვისის ნაკადი შეიძლება ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოდიოდეს, ხოლო ვებ-გვერდზე გარდა მონაცემებისა, ასევე შესაძლებელია მარკეტინგსა და ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და ასევე სოციალური მედიის გაცნობაც.

როგორც Amazon Technologies-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული ოპერაციები მთლიანად ხილულია ქსელის ყველა მონაწილისთვის.

მომხმარებელს, რომელსაც სურს მონაცემების გამოყენება აუცილებელია, რომ სასურველი მონაცემების ნაკადი გამოიწეროს და ამის შემდეგ, უკვე თავისუფლად შეეძლება სასურველი მონაცემების დათვალიერება და საჭიროებისამებრ მოხმარება.

გარდა რიგითი მომხმარებლებისა, მონაცემებზე წვდომა სურვილის შემთხვევაში სამართალდამცავ უწყებებსაც ექნებათ.

იმ შემთხვევაში თუ, ამ თუ იმ, უწყებას მოუნდება მონაცემების ნახვა, მაგალითად, ბიტკოინის საერთაშორისო ტრანზაქციების, ამ შემთხვევაში კონკრეტული ქვეყნის ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის მითითებითა და IP მისამართით შესაძლებელი იქნება ტრანზაქციის ადრესატების დადგენა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკის ბანკმა დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ბანკი Blockchain-ზე დაფუძნებული მონაცემების საცავის შექმნას აპირებს. აღნიშნული სისტემა მონაცემთა გადაცემის და თვალყურის დევნის საშუალებას იძლევა. ასევე უზრუნველყოფს მონაცემებთა დამოწმებასა და ხელმისაწვდომობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი