ბრაიან კელი: კრიპტოვალუტა დღეს ისე გამოიყურება, როგორც 1980-იან წლებში ინტერნეტი

0
3772

ინვესტორმა ბრაიან კელიმ CNBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა დღეს ისე გამოიყურება, როგორც 1980-იან წლებში ინტერნეტი.

კითხვაზე კრიპტოვალუტის პოტენციალის შესახებ, კელიმ უპასუხა: “მე ვფიქრობ, რომ ეს ტექნოლოგია იმუშავებს, ის შეცვლის თამაშის წესებს, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა, მისი ცვალებადი და არამდგრადი ბუნებიდან გამომდინარე ეს ჯერ ძალიან ადრეა”.

ბრაიან კელი ხაზს უსვამს იმასაც, რომ არასწორია ბიტკოინის შესახებ ადამიანებმა, როგორც რაიმე სახის კომპანიაზე ისე იფიქრონ:

“ეს არის ღია პროგრამული უზრუნველყოფა, ვერ იფიქრებთ, როგორც კომპანიაზე, და ეს არის ის, სადაც ხალხს შეცდომების დაშვების უფლება აქვთ, ეს არ არის კომპანია ან კლასიკური გაგებით საფონდო ბირჟა”.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, ბრაიან კელიმ კიდევ ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ტექ-ინვესტორის ტიპ დრაიპერის მოსაზრებას. დრაიპერის აზრით, 2022 წლისთვის ბიტკოინი 250.000 დოლარი ეღირება.

მნიშვნელოვანია, რომ მედიაში ტიპ დრაიპერის ამ განცხადების გავრცელების შემდეგ ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების კურსმა მნიშვნელოვნად მოიმატა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი