ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო და სავაჭრო ნიშნის სამსახურმა ამერიკის ბანკის განაცხადი გამოაქვეყნა. განაცხადი ეხება Blockchain-ზე დაფუძნებული მონაცემების საცავის შექმნას.
დოკუმენტში, რომელიც თავდაპირველად 2016 წლის ოქტომბერში იყო აღნიშნულ სამსახურში შეტანილი, აღწერილია, რომ Blockchain-ზე დაფუძნებულ სისტემა მონაცემების დამოწმებასა და მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.
“Blockchain-ის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია Blockchain-ზე შეინახოს მომსახურების ყველა შესაბამისი ჩანაწერი. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ იმ კონკრეტული ჩანაწერების მიღება, რომელზედაც ის არის უფლებამოსილი. მაგალითად, ჯანდაცვის მონაცემების ნახვა შეუძლია მხოლოდ იმ მომხმარებელს, რომელიც Blockchain-ზე აღნიშნულ სფეროსთან არის დაკავშირებული”,- ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტის თანახმად, Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემა ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და საიმედო გზებს მონაცემების შესანახად და, რა თქმა უნდა, მხოლოდ უფლებამოსილი მხარეებს აქვთ ამ მონაცემებზე წვდომა.
შეგახსენებთ, რომ Blockchain-თან დაკავშირებით მხოლოდ ამერიკის ბანკს არ აქვს გეგმები. მალაიზიისა და ინგლისის ცენტრალური ბანკებიც მონაცემთა დაცვის მიზნით Blockchain-თან აქტიურად თანამშრომლობენ.