ბიტკოინმა (BTC) ჩინეთის ციფრული ვალუტის იურიდიული აღიარება მიიღო

0
762

შანხაის სასამართლომ ბიტკოინი (BTC) აღიარა, როგორც უნიკალური (Unique and non-replicable) ციფრული აქტივი.

ჩინეთის სასამართლომ 25 სექტემბერს გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც განიხილებოდა ტექნოლოგიების განვითარება.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარებით, ციფრული ვალუტა, როგორიცაა ბიტკოინი (BTC), გამოირჩევა, როგორც უნიკალური და განუმეორებელი ციფრული აქტივი. ასევე, მოხსენებაში ნათქვამია, რომ ციფრული ვალუტების შორის, ბიტკოინი გამოირჩევა სხვა ციფრული აქტივებისგან. ეს დასკვნა გამომდინარეობს ბიტკოინის (BTC) ისეთი თვისებებისგან როგორიცაა: მასშტაბურობა, მიმოქცევის სიმარტივე, შენახვა და გადახდების სისტემა.

ამ უახლესმა სასამართლო ანგარიშმა, რომელიც აღიარებს ბიტკოინს და მის ატრიბუტებს, როგორც აქტივებს, ბიტკოინის და სხვა ციფრულ ვალუტების ლეგიტიმურობა ჩინეთში კიდევ უფრო გაამყარა.

კრიპტო სამყაროს სიახლეებს წარმოგიდგენთ – Coinet Crypto

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი