სასამართლომ Bithumb-ს ინვესტორებისთვის ზიანის ანაზღაურება დაავალა

0
875

სამხრეთ კორეის სასამართლომ Bithumb-ს ინვესტორებისთვის ზიანის ანაზღაურება დაავალა.

სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის ბირჟის Bithumb-ის საქმე გრძელდება.

ამჯერად სამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ კრიპტოვალუტის ბირჟას შემდეგი ჯარიმა დააკისრა. ბირჟა ვალდებულია 2017 წლის 12 ნომებრს წარმოქმნილი 1,5 საათიანი ხარვეზის გამო დაზარალებულებს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების თანახმად, ზიანი 202,400 აშშ დოლარის ექვივალენტია.

მოვლენები საკმაოდ ცვალებადი იყო სასამართლოს მიმდინარეობისას, რადგან ბოლო შეხედულებით მოსამართლე კომპანიისათვის სასარგებლო განაჩენის გამოტანას განიხილავდა.

თუმცა სულ ბოლო მომენტში მან გადაწყვეტილება შეცვალა და 132 ინვესტორისათვის ზარალის ანაზღაურება დააკისრა კომპანიას.

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში ნათქვამია:

„ტექნოლოგიური წარუმატებლობის ტვირთი ან ღირებულება უნდა აიღოს სერვისის ოპერატორმა და არა სერვისის მომხმარებლებმა, რომლებიც იხდიან საკომისიოს მომსახურებისთვის“.

Bithumb-ი არის ქვეყნის უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ხარვეზი კი განპირობებული იყო ნაკადის მოულოდნელი ზრდით, როდესაც ტრანზაქციებზე მოთხოვნა ერთი საათის განმავლობაში გაორმაგდა და ბირჟის მაშინდელმა ტექნოლოგიამ ვერშეძლო ამ დატვირთვის დამუშავება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი