Bitvavo უარყოფს DCG-ის წინადადებას ვალის დაფარვის შესახებ

0
847

ნიდერლანდური ბირჟა Bitvavo უარყოფს DCG-ის წინადადებას ვალის 70%-ის დაფარვის შესახებ.

კრიპტოვალუტის ბირჟა Bitvavo-მ, პრობლემური კრიპტოკომპანიის კრედიტორი კომპანია Digital Currency Group-ის (DCG) წინადადება, ვალების ნაწილობრივი დაფარის შესახებ, უარყო.

ნიდერლანდურმა კრიპტო ბირჟა Bitvavo-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ კომპანიამ მიიღო საპირისპირო წინადადება DCG-სგან, რომელიც სთავაზობდა დაბრუნებულიყო დარჩენილი თანხის დაახლოებით 70% ბიტკოინისთვის მისაღებ ვადაში. საუბარია განცხადებაზე, რომელიც DCG-მ გააკეთა და 290 მილიონის ღირებულების კრედიტის დაფარვის შესახებ ამცნო საზოგადოებას.

დარჩენილი ბალანსის ოდენობა ჯერ კიდევ მოლაპარაკების პროცესშია DCG-თან, რადგან ის მზად არის მხოლოდ დავალიანების ნაწილი დაფაროს მისაღებ ვადაში.

”როგორც კრედიტორები, ჩვენ ეს წინადადება მისაღებად არ მიგვაჩნია, რადგან DCG-ს აქვს საკმარისი რესურსი სრული დაფარვისთვის”,- აღნიშნულია განცხადებაში.

Bitvavo-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ DCG-სთან დაკავშირებით არსებული ვითარება არ ახდენს გავლენას Bitvavo-ს მომხმარებლებზე, პლატფორმაზე ან სერვისებზე.

Bitvavo იძლევა გარანტიას, რომ გადაუხდელ თანხებს ამოიღებს, რითიც მისი მომხმარებლების კეთილსინდისიერ ნაწილს აძლევს საშუალებას მშვიდად გააგრძელონ სერვისით სარგებლობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი