Northern Data AG, გერმანული კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ბიტკოინის მაინინგსა და ქლაუდ სისტემების გამოთვლებში, გამოაქვეყნა შემოსავლის შედეგები თავისი მაინინგის განყოფილებისთვის.
Northern Data AG-მ განაცხადა, რომ ფისკალურ 2022 წელს მან მოიპოვა 2798 ბიტკოინი, რაც 315%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ამან კი შესაბამისად ბიტკოინის მაინინგის შემოსავალი 77.7 მილიონამდე გაზარდა 2022 ფისკალურ წელს.
კომპანიამ გაყიდა 3,005 ბიტკოინი, 2022 წლის საშუალო ფასად რაც 23,849 ევროს შეადგენდა. იმ დროისათვის ამ გაყიდვებით კომპანიამ 71.7 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
Northern Data-ის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა ასევე მიუთითა, რომ მას ჰქონდა დაახლოებით 3.6 EH/s გამოთვლითი სიმძლავრე, რომელიც მიეძღვნა მაინინგს.
გარდა ამისა, კომპანიამ განაცხადა, რომ მოელის არააუდიტირებულ კონსოლიდირებულ შემოსავალს 190 მილიონიდან 194 მილიონ ევრომდე დიაპაზონში.
თუმცა, დეკემბერი კომპანიისათვის რთული თვე აღმოჩნდა. კომპანიამ მთლიანობაში მოიპოვა 177 ბიტკოინი, რაც 15%-ით ნაკლებია ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით და 25%-ით ნაკლები 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, რაც ენერგიის მაღალი ფასებით იყო გამოწვეული.