Manta ქსელმა მუშაობა დაასრულა

0
883

Manta ქსელმა დაასრულა ყველაზე დიდი და სანდო ინსტალაციის ცერემონია, რომელშიც 4000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ინსტალაცია MantaPay-ს აპლიკაციის შექმნის დასახმარებლად გაკეთდა. აღნიშნული აპლიკაცია ინდივიდებს შორის კერძო გადარიცხვებისა და გადახდების შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს.

კომპანიის ცნობით, MantaPay იმუშავებს Polkadot parachain Manta Network-სა და Kusama parachain Calamari-ზე. ის გამოიყენებს ნულოვანი ცოდნის მტკიცებულებებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ თითოეული გადახდის მხოლოდ გამგზავნი და მიმღები შეძლებს გადახდის ნახვას.

ნულოვანი ცოდნის მტკიცებულების სისტემის ინსტალაცია რამდენიმე მხარის მონაწილეობას მოითხოვს ცერემონიაში, რომელსაც სანდო ინსტალაცია ეწოდება.

ეს პროცესი უზრუნველყოფს, რომ საერთო საიდუმლოება, რომელსაც მომხმარებლების მიერ განხორციელებული გადარიცხვები ტოვებს, მომავალში იქნება განადგურებული, რათა მესამე მხარემ ვერ შეძლოს მისი გამოყენება სხვადასხვა არაკანონიერი გზებით ინფორმაციის მოსაპოვებლად, გამოძალვისა თუ სხვა ქმედებებისათვის.

შესაბამისად რაც უფრო მეტი ადამიანია ჩართული ინსტალაციის პროცესში, მით უფრო უსაფრთხოა ის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი