ჰონგ-კონგმა კრიპტო სექტორთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო

0
768

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭომ მიიღო კანონი, რომელიც მალე გახსნის ციფრული ვალუტების სექტორს საცალო ინვესტორებისთვის.

ადგილობრივი ფინანსური სერვისები კი მზად არიან ლიცენზირების დასამტკიცებლად.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰონგ-კონგში ფინანსური სერვისების პროვაიდერები უკვე პირველ ნაბიჯებს საცალო ინვესტორებისთვის სერვისების უზრუნველსაყოფად დგამენ.

რეგიონში ბროკერებმა და ფონდების მენეჯერებმა ახალი კანონმდებლობის დაწყებამდე რჩევა ლიცენზირების მოთხოვნებთან დაკავშირებით ითხოვეს.

ჰონგ-კონგის კანონმდებლებმა 2022 წლის დეკემბერში მიიღეს ცვლილება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ.

აღნიშნული ცვლილება რეგიონის ბოლო პოზიციას კრიპტო ვაჭრობის შესაძლებლობის გაფართოების შესახებ ემთხვევა.

ცვლილება შემოაქვს ლიცენზირების ახალ სქემას ციფრული ვალუტების სერვისის პროვაიდერებისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს საცალო ინვესტორებს კრიპტოვალუტებით ივაჭრონ.

ამჟამად, ციფრული ვალუტებით ვაჭრობა შეზღუდულია ინვესტორებისთვის, რომლებსაც მინიმუმ ერთი მილიონი დოლარის საბანკო აქტივები აქვთ.

შეგახსენებთ, რომ Victory Securities-ი და Interactive Brokers-ი იყო პირველი ორი ბროკერი ჰონგ-კონგში SFC-თან ერთად, რომლებიც ციფრული ვალუტებით ვაჭრობდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი