იაპონიის უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა ICO-ს რეგულაციის ზოგადი სტანდარტები შეიმუშავა

0
2145

ტამა უნივერსიტეტის სტრატეგიის ცენტრმა იაპონიაში პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO) რეგულირებისა და სრული ლეგალიზაციის ე.წ. სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშავა.

ამის შესახებ ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს.

მთავრობის მიერ დაფინანსებული სასწავლო ჯგუფის ე.წ. სახელმძღვანელო პრინციპების ჩამონათვალი მოიცავს: ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესებს, ინვესტორების იდენტიფიცირებას, ასევე არსებული კაპიტალისა და ინვესტორების დაცვას.

“ბლუმბერგის” ინფორმაციით, იაპონიის საფინანსო მომსახურების სააგენტოს განზრახული აქვს, რომ რამდენიმე წელიწადში ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე დაარეგულიროს.

ე.წ. სახელმძღვანელო პრინციპები განსაზღვრავს გარკვეულ სავაჭრო პრინციპებსაც, რომელთა შორისაა მომხმარებელთა ვინაობისა და შესაბამისობის დადასტურება, ფართო ინდუსტრიის მინიმალური სტანდარტების მიღება და არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის შეზღუდვა.

დღეს, ICO-ს კლასიფიცირება ცოტათი რთულია. ამიტომ, აღნიშნული დოკუმენტის წესები ვრცელდება ICO-ის სამი ტიპისთვის: ე.წ. სარისკო კომპანიის ტიპი, ეკოსისტემის ტიპი, რომელიც დაკავშირებულია კორპორაციებსა და სამთავრობო უწყებებთან და ბოლოს მესამე, მსხვილი კომპანიის ტიპი, რომელიც მაღალი რისკის შემცველი პროექტების დაფინანსებისკენ არის მიმართული.

ანგარიშში მკაფიოდ იდენტიფიცირებულია ICO, რომელიც აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის მიერ მიღებული პოზიციას ემთხვევა.

მკვლევარმა კენჯი მარაშიმამ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა: “ICO არის ინოვაციური ტექნოლოგია, თუ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ კარგი პრინციპები და წესები, ICO-ს აქვს პოტენციალი სხვადასხვა ინოვაციის დასაფინანსებლად გახდეს ახალი წყარო”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი