უკმაყოფილო ინვესტორები დო ქვონის ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ

0
861

4400 ადამიანისგან შემდგარი Discord ჯგუფის წევრები, სახელწოდებით UST Restitution Group (URG) ცდილობს Terra-ს თანადამფუძნებლის დო კვონის ადგილსამყოფელი დაადგინოს.

ჯგუფის წევრები, როგორც ჩანს, იმედგაცრუებულნი არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმატებული შედეგების ნაკლებობის გამო, რის გამოც ისინი თავიანთი სახსრებით ახორციელებენ ძებნას და შედეგებს სოციალურ ჯუფებში უზიარებენ ერთმანეთს.

დო კვონის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ჯგუფის წევრების მოსაზრებები მრავალფეროვანია, მათი აზრით ის შეიძლება ცხოვრობდეს რუსეთში, დუბაიში, აზერბაიჯანში ან სულაც იახტაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სეულის სასამართლომ კვონის დევნის მასშტაბები გააფართვა და საქმე ინტერპოლს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, წითელი ცირკულარით დაიწყო მის ძებნა, ჯგუფის წევრები მაინც აგრძლებენ დო კვონის საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ძებნას.

URG-ი ამ წლის 16 მაისს ჩამოყალიბდა, როგორც Terra-ს ეკოსისტემის ინვესტორების სასაუბრო სივრცე.

განცხადების მიხედვით, URG-ის ერთი-ერთი წევრი დუბაიში გაემგზავრება, სადაც ჯგუფის წევრების აზრით, დო ქვონის ადგილსამყოფელია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი