ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი კრიპტოვალუტის რეგულირებაზე საუბრობს

0
903

ვიეტნამის პრემიერ-მინისტრმა ფამ მინ ჩინმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობამ უნდა შეისწავლოს კრიპტო რეგულირება, ნაწილობრივ იმის საფუძველზე, რომ მაცხოვრებლები აგრძელებენ ციფრული ვალუტებით ვაჭრობას.

ონლაინ საინფორმაციო გამოშვების VnExpress-ის მოხსენების თანახმად, ჩინჰმა მიანიშნა, რომ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონპროექტმა უნდა აღიაროს ცვლილება ვირტუალურ ვალუტაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად, ადამიანები კვლავ ვაჭრობენ კრიპტოვალუტებით ვიეტნამში.

პრემიერ-მინისტრის კომენტარების მიხედვით საფიქრებელია, რომ ვიეტნამის მთავრობა კრიპტოვალუტას კიდევ ერთხელ განიხილავს და მის რეგულირებას ეცდება, რათა ციფრული ვალუტის როლი ფულის გათეთრებისა და სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის მიმართულებით შესუსტდეს.

„აუცილებელია შესაბამისი სანქციების შესწავლა, რის შემდეგაც მთავრობას უნდა დაევალოს დეტალური რეგულაციების შემუშავება“, – განაცხადა პრემიერმა.

ვიეტნამის მთავრობა ბიტკოინის მსგავს კრიპტოვალუტებს, ლეგალური გადახდის საშუალებად დღემდე არ აღიარებს, მაგრამ საშუალებას აძლევს ტოკენებს იარსებოს ერთი შეხედვით ლეგალურ ნაცრისფერ ზონაში, როგორც ინვესტიცია.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში გამოქვეყნებულმა Chainalysis-ის მოხსენებამ აჩვენა, რომ ვიეტნამი პირველ ადგილზეა კრიპტოვალუტის ათვისებაში 2022 და 2021 წლებში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი