GK8 პლატფორმა ბრაზილიის ბაზარზე შედის

0
884

ციფრული ვალუტების პლატფორმა GK8 თანამშრომლობს 2ND Market-თან, ბრაზილიურ კრიპტო ჰოლდინგთან, რათა გააფართოვოს კრიპტოვალუტის პროდუქტების შეთავაზება ბრაზილიაში.

ეს არის ნაბიჯი, რომელსაც ორივე კომპანია უჭერს მხარს და თანხმდება, რომ ლათინური ამერიკის ეკონომიკაში მსგავსი ნაბიჯების გატარება სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყნის ბიუჯეტს, ასევე ინდივიდუალურ მოქალაქეებსა და ბიზნესებს.

პარტნიორობის თანახმად, კომპანია GK8, რომელიც ფლობს ქვენის მარეგულირებლის მიერ მინიჭებულ ლიცენზიას, 2ND Market პლატფორმაზე ბრაზილიის კრიპტოვალუტით დაინტერესებულ მოქალაქეებს პროდუქტებსა და სერვისებზე უფრო ფართო წვდომას მისცემს.

კერძოდ, 2ND Market-ი გამოიყენებს GK8-ის ინტეგრაციას MetaMask Institutional-ის საფულესთან, რათა მომხმარებლებს დეცენტრალიზებულ ფინანსებზე (DeFi) და Web3 კრიპტო ვალუტებზე წვდომა გაუხსნას.

როგორც ცნობილია, კომპანია GK8-ი 2018 წელს დაარსდა. მისი საწყისი კაპიტალი ერთ მილიარდ დოლარს შეადგენდა. ახლა კი კომპანია 50 მილიარდ დოლარამდე ოდენობის ტრანზაქციებს მართავს.

მისი უსაფრთხოების პროტოკოლი Cold Vault-ით არის დაცული. კომპანიამ ასევე დაამყარა კრიპტო სავაჭრო ურთიერთობეები ისეთ ქსელებთან, როგრებიცაა INX, Stellar blockchain-ი და State Street-Backed Securrency-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი