ტექსასის შტატის სამართალდამცავები FTX-ის საქმეს იძიებენ

0
951

ტექსასის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საბჭომ (SSB) და შტატის საბანკო დეპარტამენტმა შეიტანეს დამატებითი განცხადება Voyager Digital-ის საქმეში, რომელშიც ნათქვამია, რომ SSB იძიებს FTX Trading-სა და FTX US-ის საქმეს.

საქმეში თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სემ ბანკმენ ფრიდი ფიგურირებს. ის აშშ-ში დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის სქემის სავარაუდო მონაწილეა.

ტექსასის მარეგულირებლების დამატებითი დეკლარაცია თან ერთვის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ FTX-ზე Voyager Digital-ის აქტივების მიყიდვის პროტესტს, რომელიზე საჩივარიც ასევე სასამართლოში იქნა შეტანილი.

ტექსასის შტატის კანონმდებლობაში აღნიშნული დარღვევის პრევენცია შემდეგნაირადაა განმარტებული: „შემოთავაზებული გაყიდვა ან გაყიდვის დამტკიცების ბრძანება ცდილობს შეზღუდოს მოვალეთა პასუხისმგებლობა უკანონო ქმედებებისთვის, რისთვისაც შეიძლება დაწესდეს სახელმწიფო მარეგულირებელი ჯარიმები”.

როგორც ცნობილია, Voyager Digital-მა ფულის არალიცენზირებული გადაცემა განახორციელა. ტექსასის შტატში კომპანია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის უფლებას არ ფლობდა.

SSB-ის აღსრულების განყოფილების დირექტორმა, ჯოზეფ როტუნდამ განაცხადა დეკლარაციაში, რომ იქამდე სანამ FTX Trading სერტიფიცირებას მოიპოვებდა, მანამდე შეძლო მობილური აპლიკაციის თავის სმარტფონში ჩამოტვირთვა და რეგისტრაციის უპრობლემოდ გავლა, რაც კანონით დაშვებული არ იყო იმ პერიოდში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი