ბიტკოინი გინესის მსოფლიო რეკორდებში ჩაეწერა

0
1061

გინესის რეკორდების წიგნს თავის ბოლო განახლებულ გამოცემაში ბიტკოინი და რამდენიმე Blockchain მოვლენა აქვს დამატებული, კატეგორიაში „კრიპტომანია“.

კრიპტოვალუტის აღიარება გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ მიუთითებს იმაზე, რომ Blockchain-ი და ციფრული ვალუტები იყო ერთ-ერთი ყველაზე საჯაროდ განხილული თემები ბოლო ორი წლის განმავლობაში.

2023 წლის გამოცემამ, რომლის შევსებაც გასულ თვეში დაიწყო, არაერთი მნიშვნელოვანი კრიპტო მიღწევა გამოავლინა, რომელიც მოიცავს ბიტკოინს, კრიპტო ადაპტაციას, გულშემატკივართა ტოკენებს და NFT-ის.

ბიტკოინი მოულოდნელად აღიარებულ იქნა ყველაზე ღირებულ კრიპტოვალუტად, 2022 წლის 24 მარტის მდგომარეობით, როდესაც მისი საბაზრო კაპიტალი 816,69 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. ამასთანავე, იგი მსოფლიოში პირველ დეცენტრალიზებულ კრიპტოვალუტად აღიარეს, 2009 წლის გაშვების შემდეგ.

„ბიტკოინი შეიქმნა, როგორც ციფრული ვალუტის რეგულირების გამოწვევის გადაწყვეტა ცენტრალიზებული ორგანიზაციის ან სანდო მესამე მხარის გარეშე, რომელიც აკონტროლებს ტრანზაქციებს“, – ნათქვამია გინესის რეკორდების აღწერილობაში და ასევე ხაზგასმულია, რომ მანამდე არსებული სხვა მცდელობები ასეთი წარმატებული არ ყოფილა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი