კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ციფრული ვალუტის კურსი კვლავ 19.000 დოლარის დონეს ინარჩუნებს.
ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის ფასი 19,800-სა და 19,060 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. დღეს ბიტკოინის კურსი 19,522 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.
ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 19.000 დოლარზე ქვემოთ აღმოჩნდეს.
გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 19,068 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 19,389 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 19,068 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 19,268 დოლარზე დაიხურა.
17 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსის ნიშნული 19,500 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 1,23%-ით მოიმატა.
კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის მატება კი 1.43%-ის ფარგლებში მერყეობს.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 17 ოქტომბრის დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 374 მილიარდ დოლარს შეადგენდა.