Circle-ის აღმასრულებელი დირექტორი: მსოფლიო კრიპტოვალუტის სასარგებლო გამოყენების ფაზაში გადადის

0
1024

სან-ფრანცისკოში Converge22 კონფერენციაზე, Circle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯერემი ელერი განაცხადა, რომ მსოფლიო საბოლოოდ გადადის კრიპტოვალუტის სპეკულაციური ღირებულების ფაზიდან სასარგებლო ფაზაში.

„ეს არის არქიტექტურა, რომელზეც ინტერნეტი დაფუძნდა მრავალი ათწლეულის წინ. ეს არის იდეა ღია ქსელების, ღია სტანდარტებისა და პროტოკოლების, მოწყობილობებისა და ადამიანების ურთიერთთანამშრომლობის გზებით დაკავშირების, დეცენტრალიზებული სისტემების გლობალურად გადახლართული სამყაროს შესახებ”,- განაცხადა Circle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად არსებობს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხო, სანდო ურთიერთქმედებას კრიპტო მომხმარებლებს შორის. თუმცა, ამის პარალელურად უნდა დაიხვეწოს ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ე.წ. ნულოვანი ცოდნის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ვინაობასა და რწმუნებათა სიგელებს, ამავდროულად ინდივიდების კონფიდენციალურობასაც უზრუნველყოფენ.

„ადამიანებს უნდა შეეძლოთ აპლიკაციებთან, სერვისებთან, შინაარსთან და ტრანზაქციებთან ურთიერთობა ისე, რომ არ იცოდნენ, რომ ისინი იყენებენ კრიპტოვალუტას. მაგალითად ბევრმა არ იცის, რომ იყენებს SMTP-ს [მარტივი ფოსტის გადაცემის პროტოკოლს], როცა ელექტრონულ შეტყობინებას გზავნის Gmail-ით და ეს ნორმალურია”,- აღნიშნა ჯეიმი ელერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი