კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2255

კრიპტოვალუტის კურსი კვლავ რყევას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მსხვილი კომპანიები ნაკლებად ინტერესდებიან კრიპტოვალუტაში ინვესტიციით, რამდენიმე კერძო ინვესტორი ამ მხრივ, საკმაოდ გააქტიურდა.

“ბლუმბერგის” წყაროებმა დაადასტურეს, რომ ჯორჯ სოროსი დაინტერესებულია კრიპტოვალუტაში ინვესტიციის ჩადებით.

ასევე ცნობილი გახდა, რომ როკფელერის ოჯახი ემზადება კრიპტოვალუტის სამყაროში შესასვლელად.

მანამდე კი, კრიპტოვალუტის კურსის ანალიზი ასე გამოიყურება:

ბიტკოინი

ბიტკოინი ისევ კურსის დაღმავალი ხაზისკენაა მიმართული. ამჟამად, კრიპტოვალუტა 6.757 დოლარი ღირს. თუ ბიტკოინი მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ მოახერხებს შესაძლოა, ფასი 6.075 დოლარამდე დაეცეს.

6.075 დოლარის შემდგომი ქვედა სამიზნე 5.435 დოლარია.

თუ ბიტკოინი შეძლებს და 6.757 დოლარის ნიშნულს შეინარჩუნებს, მაშინ ეს ნიშანი იქნება კრიპტოვალუტის მოძლიერებისა.

ექსპერტები მყიდველების ქცევას დააკვირდებიან, სანამ ხანგრძლივ პოზიციებზე რეკომენდაციას გასცემენ.

ეთერიუმი

ეთერიუმი პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობს, თუმცა ხანგრძლივ პოზიციებს მაინც ვერ ინარჩუნებს.

თუ ეთერიუმის ფასი იმაზე დაბლა დაეცემა ვიდრე, ახლა არის მოსალოდნელი კურსი 300 დოლარია.

არსებობს ძლიერი დაცემის საფრთხე, ამიტომ ექსპერტები მოვაჭრეებს სანამ რაიმე რჩევას მისცემდნენ იქმადე, დაელოდებიან, სანამ ეთერიუმი კურსის შენარჩუნებასა და გაზრდას შეძლებს.

ბიტკოინ Cash-ი

ამ ეტაპზე შეინიშნება ბიტკოინ Cash-ის ოდნავ მოძლიერება. თუმცაღა, ეს არ ნიშნავს ფასის მკვეთრ ზრდას.

არსებობს მოსალოდნელი ნიშნული-778 დოლარი.

ბიტკოინ Cash-ის ფასი იმ შემთხვევაში მიიჩნევა მომატებულად, თუ კრიპტოვალუტა 778 დოლარს ასცდება.

ანალიტიკოსები კრიპტოვალუტას დადებითად შეაფასებენ მას შემდეგ, რაც ბიტკოინ Cash-ი დღეების განმავლობაში 780 დოლარამდე გაზრდას შეძლებს.

რიპლი

რიპლის 0.45 დოლარის პოზიცია უჭირავს. კრიპტოვალუტა ცდილობს ფასის მომატებას, თუმცა რიპლით ვაჭრობა ძალიან ნელა მიმდინარეობს. რიპლის სამიზნე 0.56 დოლარია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რიპლი მომდევნო დღეებში 0.45-სა და 0.56 დოლარს შორის იმერყევებს.

თუ რიპლი დაარღვევს ამ დიაპოზონს მას შეუძლია 0.72 დოლარმდე კურსის გაზრდა, მაგრამ ფასის მომატებას, თუ ვერ შეძლებს რიპლი 0.35 დოლარზე დაეცემა.

ანალიტიკოსები რიპლის შემთხვევაშიც კურსის მომატებას დაელოდებიან 0.56 დოლარის ნიშნულზე და მხოლოდ ამის შემდეგ, ურჩვენ მოვაჭრეებს როგორ მოიქცნენ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინმა პირველი მხარდაჭერა მიიღო 114 დოლარზე.

თუ ლაიტკოინი ვერ მოახერხებს ფასის ზრდას კრიპტოვალუტა შესაძლოა, 107 დოლარზე დაეცეს, რაც 2 თებერვლის ნიშნულზე დაბალია. თუ, ლაიტკოინი ვერანაირად ვერ შეძლებს ფასის მომატებას მაშინ, 107-ის შემდეგ სავარაუდო კურსი 84 დოლარია.

ლაიტკოინის ფასის პოზიტიური ცვლილება მაშინ მოხდება, თუ კრიპტოვალუტა მოახერხებს და 107 დოლარზე არ დაეცემა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი