საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა (BIS) ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მულტი იურისდიქციული პილოტი, რომლის ტესტირებაც ბოლო ერთი თვის განამავლობაში მიმდინარეობდა წარმატებულად შეაფასა.
ეს კი პროექტის ფარგლებში 22 მილიონი დოლარის ტრანსასაზღვრო გადარიცხვებში გამოიხატა.
საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ჰონგ-კონგის, ტაილანდის, ჩინეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ცენტრალურმა ბანკებმა.
საერთაშორისო ბანკის მრჩეველმა და გადაწყვეტილებების ინიციატორმა დანიელ ეიდმა განაცხადა, რომ პილოტი ფოკუსირებული იყო საბითუმო CBDC ტრანსსასაზღვრო გადახდებსა და ცენტრალური ბანკების როლზე.
მან დასძინა, რომ პროექტის მუშაობის სამომავლო ასპექტებში უფრო მეტად კომერციული კუთხით განვითარებაზე იქნება აქცენტი.
პლატფორმა, რომელიც ცნობილია როგორც mBridge, შემოკლებით Multiple CBDC (mCBDC) Bridge არის პროექტის Inthanon-LionRock-ის ნაწილი, DLT-ის CBDC ტრანსსასაზღვრო გადახდის პროექტი, რომელიც თავდაპირველად 2019 წლის სექტემბერში ტაილანდისა და ჰონგ-კონგის ცენტრალური ბანკების მონაწილეობით დაიწყო.
პლატფორმის პირველი პილოტი უკვე დასრულებულია. პროექტი გადავიდა მესამე დასკვნით ფაზაში, რა დროსაც ის დემო ვერსიის სახით უნდა ჩაეშვას ფართო მოხმარებისათის.