მრავალმხრივი გამოთვლების (MPC) დეველოპერმა MPCH Labs-მა თავისი დაფინანასების რაუნდის A სერიის დასრულების შესახებ ამცნო მედიას. მათ ჯამში 40 მილიონი დოლარი მოიზიდეს, რაც წლის დასაწყისში არსებულ გეგმებს საგრძნობლად აჭარბებს.
დაფინანსების რაუნდს უძღვებოდა Liberty City Ventures-ი, იგივე საწარმოს სტუდია, რომელმაც ინკუბირებული MPCH Labs-ი, QCP Capital-ი, Global Coin Research-ი, Polygon Studios-ი, Quantstamp-ი, LedgerPrime-ი, Animoca და სხვათა კომპანიები „ჩაითრია“ ამ საქმეში.
დაფინანსება გამოყენებული იქნება MPCH Labs-ის პირველი პროდუქტის, Fraction-ის, შემდგომი განვითარებისთვის. ეს იქნება ოპერაციული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ინსტიტუტებს უსაფრთხოდ დაიცვან თავიანთი ციფრული ვალუტები.
Fraction-ი იყენებს MPCH Labs-ის MPC6-ს, რომელიც საშუალებას აძლევს მრავალ მხარეს გამოთვალონ ერთსა და იმავე საფულეში არსებული მონაცემები.
დეველოპერების თქმით, MPC6 შექმნის მომხმარებელზე ორიენტირებულ ინსტრუმენტთა ნაკრებს.
Cat Le-Huy-ის, MPCH Labs-ის პროდუქტის მთავარი ოფიცრისა და თანადამფუძნებლის თქმით, Fraction-ი შეიქმნა იმისათვის, რომ მომხმარებლებს უფრო ფართო კრიპტო აპლიკაციების ვარიაციები შესთავაზოს.
კომპანია სრული დატვირთვით 2022 წლის მეოთხე კვარტალში ამოქმედდება.