გამოკითხვა: ინვესტორები კრიპტოვალუტით მზარდი შემოსავალის მიღებას იმედოვნებენ

0
885

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორების ნაწილი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრომა მათ მილიარდებს მოუტანს ზოგიერთი Redditor-ი ფიქრობს, რომ შესაძლოა, უკეთესი იყოს უფრო დაბალი და გონივრული მიზნებისკენ მისწრაფება.

უახლესი კვლევის დროს, ბაზრზე არსებულმა კვლევითმა კომპანია The Harris Poll-მა გამოკითხა 1,989 შეერთებული შტატებში მცხოვრები ზრდასრული ადამიანი და დაადგინა, რომ 70%-ზე მეტი დარწმუნებულია, რომ მათ აქვთ სწორი ინსტრუმენტები, რათა ოდესმე მილიარდერები გახდნენ.

თუმცა მომხმარებლებს subreddit-ზე სხვა მიზნები ჰქონდათ.

ერთი კომენტარის ავტორის აზრით, კრიპტოვალუტის ინვესტორებმა მილიარდერად გახდომის ნაცვლად, მეტი ყურადღება ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლებაზე უნდა გაამახვილონ.

„მილიარდერობა სასაცილო მიზანია, რადგან ეს უკიდურესობამდე სვლაა. ცხოვრების დონის ამაღლება ყველა ადამიანისთვის არის ის, რაც რეალურად მიღწევადია“,- ნათქვამია კომენტარში.

გამოკითხვის შედეგებზე საპასუხოდ, ერთ-ერთმა Redditor-მა განაცხადა, რომ გამოკითხვის რესპონდენტთა დანარჩენი 30% უფრო გონივრულია და ისინი შესაძლოა მხოლოდ მილიონერები გახდნენ.

მეორე მხრივ, ზოგიერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ინფლაციის გამო მილიარდერობა შესაძლოა, არც თუ ისე შორეული მიზანი იყოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი