ბიტკოინის ფასი გაიზარდა

0
954

ხუთშაბათს, 12 იანვარს კრიპტოვალუტების ბაზარმა ზრდის ტენდენცია აჩვენა.

მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, 20 კრიპტოვალუტის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფასების ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ, გაიზარდა.

ბიტკოინის კურსი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 4.01%-ით გაიზარდა. საბოლოოდ, ბიტკოინის ღირებულებამ 18.000 დოლარს გადააჭარბა. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტამ დღის განმავლობაში 18.161 დოლარის მხადაჭერას მიაღწია და ფასები ძირითადად 18.150-სა და 18.165 დოლარს შორის მერყეობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ ალტკოინის ღირებულებამ 1.387 დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის კურსი, ბოლო პერიოდში, საკმაოდ მერყევი იყო.

დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე მაღალი დონე ასევე 1.387 დოლარს შეადგენდა. ალტკოინისთვის ზედა ზღვარი კვლავ 2.000 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 886 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი