Sports Metaverse-ის კომპანიამ 200 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა

0
945

Sports Metaverse-ს სტარტაპმა LootMogul-მა უზრუნველყო 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა Gem Global Yield-ისგან. ეს არის სასესხო ვალდებულება, რომელიც 36 თვის ვადაში უნდა დაიფაროს.

კომპანიამ განაცხადა, რომ ეს დაფინანასება საგრძნობლად განავითარებს და ხელს შეუწყობს LootMogul-ის Metaverse-ს, რომელიც ორიენტირებულია სპორტულ თამაშებზე, მათ შორის მეტა (ვირტუალური) სპორტული ქალაქების აშენება მთელს მსოფლიოში რეალური უპირატესობებით, ბრენდებითა და პროფესიონალი სპორტსმენებით.

პლატფორმა მრავალ მოწყობილობაზე იქნება მორგებული: მაგალითად, Oculus-ზე, HoloLens-ზე, Web-სა, Mobile & Console-ზე.

LootMogul-ს საშუალება აქვს გამოიტანოს თანხები GEM-ში აქციების გაცემის გზით, რაც თავის მხრივ სტარტაპს საშუალებას მისცემს გააკონტროლოს როდის და რამდენი თანხები იქნება გამოყენებული.

GEM არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კაპიტალის წყარო ციფრულ სამყაროში, რომელსაც 3,4 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხები აქვს გაცემული სხვადასხვა სტარტაპებისათვის.

ივნისში ჯგუფმა 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო CeDeFi ბირჟაზე Unizen-ში და 150 მილიონი აშშ დოლარი სამხრეთ აფრიკაში დაფუძნებულ H20 Securities-ში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი