ჩინეთში კრიპტოვალუტის აკრძალვის მიუხედავად, ბიტკოინის ფლობა შესაძლებელია

0
983

მიუხედავად ერთი წლის წინ კრიპტოვალუტის აკრძალვის აღსრულებისა, ჩინეთის მთავრობა მაინც იცავს ადგილობრივ კრიპტო ინვესტორებს, რადგან კანონით კრიპტოვალუტა ვირტუალურ საკუთრებადაა აღიარებული.

“მსოფლიოს მასშტაბით ბიტკოინის მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მტრულად განწყობილ ქვეყანას – ჩინეთს ჯერ არ აუკრძალავს კრიპტოვალუტების ფლობა”-, ამბობს დევიდ ლესპერანსი, იურიდიული ფირმა Lesperance & Associates დამფუძნებელი.

“კრიპტო მფლობელები ჩინეთში დაცული არიან კანონით ქურდობის, მითვისების ან სესხის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში”,- განაცხადა ლესპერანსმა . მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟები ჩინეთში კვლავ აკრძალულია.

ადვოკატმა მაგალითად ჩინეთში გამართული ბოლო სასამართლო პროცესი მოიყვანა, რომელიც ლაიტკოინში გაცემული სესხის დარღვევას ეხება.

ბრალდებულმა დინგ ჰაომ სრულად ვერ დააბრუნა 2015 წელს ჟაი ვენჯიისგან ნასესხები 50,000 LTC, რაც ჩინეთში სასამართლოებისათვის კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მთავარი პრეცედენტი გახდა.

ამ საქმის მიხედვით მსესხებელი ვალდებული იყო დაებრუნებინა აღებული სესხი მიუხედავად ჩინეთის მთავრობის მიერ კრიპტოვალუტის აკრძალვისა.

CoinGecko-ს მონაცემებით, 2015 წლიდან, Litecoin-ის ფასი დაახლოებით 1800%-ით გაიზარდა, რადგან კრიპტოვალუტა შვიდი წლის წინ დაახლოებით 3 დოლარი ღირდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი