Ripple-ი Travelex-თან პარტნიორობას იწყებს

0
978

კომპანია ფორექს Travelex-თან თანამშრომლობის შედეგად Ripple, რომელიც XRP Ledger-ის აქციებს წარმოადგენს, ბრაზილიაში ტრანსასაზღვრო გადარიცხვებისათვის სერვისების დამატებას დაიწყებს, რათა გამარტივდეს და ბევრად ხელმისაწვდომი გახდეს აღნიშნული სფერო საზოგადოებისა და ბიზნესისათვის.

ციფრული გადახდის ქსელმა Ripple-მა ამის შესახებ გასული კვირის ბოლოს განაცხადა. კომპანიის მესვეურებმა აღნიშნეს, რომ სავალუტო კომპანია Travelex-ი გამოიყენებს RippleNet-ის ODL-ს, რათა ხელი შეუწყოს საწარმოებს შორის ტრანსსასაზღვრო გადახდებს XRP-ის გამოყენებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ Travelex Bank არის პირველი ბანკი, რომელიც დამტკიცებულია ბრაზილიის ცენტრალური ბანკის მიერ, რომელიც მუშაობს ექსკლუზიურად უცხოურ ვალუტაში.

“მიუხედავად იმისა, რომ სხვა ლათინური ამერიკის კომპანიები, როგორიცაა Banco Rendimento, Remessa Online, Frente Corretora და Banco Topazio უკვე იყენებდნენ RippleNet სერვისებს, ბრაზილიის ცენტრალური ბანკის დამტკიცება, მაინც წარმოადგენს უნიკალურ შემთხვევას, რადგან ლათინური ამერიკის ბანკმა პირველად გამოიყენა ODL ტექნოლოგია”,- ნათქვამია განცხადებაში.

Travelex-ი უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს, ბრაზილიასა და მექსიკას შორის წარმოებულ ტრანსსასაზღვრო გადახდებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი