სამხრეთ აფრიკის რაგბის ეროვნული გუნდის კაპიტანი კრიპტოვალუტის კამპანიაში ერთვება

0
822

სამხრეთ აფრიკის რაგბის ეროვნული გუნდის კაპიტანი, სია კოლისი, კრიპტოვალუტის ორწლიან საგანმანათლებლო სარეკლამო კამპანიას უხელმძღვანელებს.

Springbok-ის კაპიტანი თანამშრომლობს გლობალურ კრიპტოვალუტის ბირჟასთან Luno-სთან, რომელიც, თავის მხრივ, ცდილობს ფეხი მოიკიდოს ქვეყანაში. კამპანიაში შედის სატელევიზიო რეკლამები, რომლებიც ხელს უწყობენ გრძელვადიან საინვესტიციო დამოკიდებულებას კრიპტოვალუტების მიმართ. კოლისი ახალი კამპანიის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი წევრია.

Springbok-ის კაპიტნის განცხადებამ ხაზი გაუსვა ლუნოს ძალისხმევის მიმზიდველობას, რათა კრიპტოვალუტის ინვესტირება ხელმისაწვდომი გახდეს ახალი მომხმარებლებისთვის, რომლებიც არ იცნობენ აღნიშნულ სივრცეს.

„როგორც ბევრი სამხრეთ აფრიკელი, მე ახალი ვარ კრიპტო ინვესტიციებში, ამიტომ მომიწია კვლევების გაკეთება, სანამ გადავწყვეტდი Luno-სთან პარტნიორობას. მე მომწონს, რომ Luno ყურადღებას ამახვილებს ახალი კრიპტო ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე”,- აღნიშნა სია კოლისიმ.

მარიუს რეიცმა, Luno-ს გენერალურმა მენეჯერმა სახმრეთ აფრიკაში, ხაზი გაუსვა კრიპტოვალუტების ბაზრებზე მიმდინარე ვარდნას, როგორც მიმდინარე ეტაპზე მთავარ მაგალითს, რითიც ინვესტორები ხელმძღვანელობენ. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ მალე ეს შეიცვლება, ხოლო ცვლილება სამხრეთ აფრიკიდან დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი