ოთხშაბათს, 31 აგვისტოს ციფრული ვალუტების ბაზარი მცირე რყევებს განიცდიდა. კრიპტოვალუტების ფასები წინა დღესთან შედარებით დიდად არ შეცვლილა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კურსის კარდინალური ცვლილებები არ დაფიქსირებულა.
მიუხედავად ამისა, ბიტკოინის კურსი მაინც მოექცა 20,000 დოლარის ნიშნულს ქვემოთ. 31 აგვისტოს ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი დაახლოებით 19,800-დან 20,050 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
უფრო ზუსტად კი 31 აგვისტოს ბიტკოინზე ვაჭრობა 19,799 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 20,420 დოლარს შეადგენდა. კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 19,799 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 20,049 დოლარზე დაიხურა.
რაც შეეხება ეთერიუმს: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასმა ოდნავ მოიმატა. ამან კი გამოიწვია ის, რომ ეთერიუმის კურსი 1,600 დოლარის დონეს ასცდა და 1,612 დოლარზე დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 31 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 975 მილიარდ დოლარს შეადგენდა.