ავსტრალიის ახალი მთავრობა კრიპტოვალუტის რეგულირებაზე მსჯელობს

0
935

ხელისუფლებაში არჩევიდან სამი თვის შემდეგ, ავსტრალიის ლეიბორისტულმა პარტიამ (ALP) საბოლოოდ დაარღვია დუმილი იმის შესახებ, თუ რას აპირებს კრიპტო რეგულაციებთან დაკავშირებით.

ხაზინადარმა ჯიმ ჩალმერსმა მოქმედებაში მოიყვანა “token mapping-ი”, რომელიც იყო ერთ-ერთი 12 რეკომენდაციიდან სენატის გამოძიების შარშანდელ ანგარიშში, რომელის სახელწოდებაც ასე ჟღერდა: “ავსტრალია, როგორც ტექნოლოგია და ფინანსური ცენტრი”.

მოხსენება პოზიტიურად მიიღო კრიპტო ინდუსტრია, რომელიც მოუთმენლად ელოდა, შეეგუებოდა თუ არა ლეიბორისტული მთავრობა ამ მომავლის ტექნოლოგიას.

მთავრობა მიზნად ისახავს, რომ აღნიშნული სატესტო სამუშაოები წლის ბოლომდე ჩაატაროს.

უფრო კონკრეტულად კი, სატესტო სამუშაოები ქვეყანას დაეხმარება დაადგინოს, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს კრიპტოვალუტები და მასთან დაკავშირებული სერვისები, რის შედეგადაც უფრო ნათელი გახდება მომავალი გადაწყვეტილებები კრიპტო რეგულაციებთან დაკავშირებით.

მედიისათვის ცნობილი გახდა, რომ ხაზინა ასევე განახორციელებს მუშაობას ზოგიერთ სხვა რეკომენდაციაზე.

ამ რეკომენდაციების შორისაა ლიცენზირების სისტემა კრიპტოვალუტის სერვისის პროვაიდერებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი