კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული არარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა კვლავ აჭარბებს გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანოში დარეგისტრირებულ ბიზნესებს.
Crypto.com-ი ერთ-ერთი პირველი იყო კრიპტოვალუტის ეკოსისტემიდან, რომელიც FCA-ში დარეგისტრირდა.
ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, 37 კრიპტო კომპანიას აქვს ოფიციალურად რეგისტრაცია გავლილი. ამ კომპანიებს უკვე შეუძლიათ მუშაობის დაწყება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის განმავლობაში მხოლოდ შვიდმა ბიზნესმა გაიარა რეგისტრაციის პროცესი 2022 წელს ფულის გათეთრების რეგულაციების დამტკიცების მისაღწევად, რომელშიც შედის eToro UK-ი, DRW Global Markets LTD-ი, Zodia Markets (UK) Limited-ი, Uphold Europe Limited-ი, Rubicon Digital UK Limited-ი და Wintermute Trading LTD-ი.
FCA-მ ასევე შეადგინა ბრიტანეთში დაფუძნებული ბიზნესების სია, რომლებიც აგრძელებენ „კრიპტოაქტივობას“ FCA-ში დარეგისტრირების გარეშე.
სია ვრცელია, ძირითადად მოიცავს ფირმებს, რომლებიც კრიპტოვალუტით ვაჭრობისა და სავალუტო სერვისების მრავალფეროვნებას სთავაზობს მომხმარებელს.
კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული ახალი რეგულაციები დაწესდა 2020 წლის იანვარში, რათა FCA-ს შესძლებოდა ზედამხედველობა გაეწია კრიპტო ბიზნესებისათვის.